
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ნანა ოდიშარიას განცხადებით, ზუგდიდში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი შემცირდა.
„ვინაიდან, 9 მოქალაქეს კორონავირუსის გავრცელების აცილებისთვის აუცილებელი ღონისძიების ვადა უკვე ამოეწურა, ამ დროისთვის ზუგდიდში 11 პირია თვითიზოლაციაში“, – ამბობს ოდიშარია.
მისივე ცნობით,აბაშაში 9, წალენჯიხაში – 13, ხობში – 7, სენაკში – 5, მარტვილში 3 და ჩხორწყუშიც 3 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.
ავტორი: თეა შონია






















