
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, 291 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას „ინტერფაქს აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 14 852 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 180 ადამიანი.























