
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი უკვე შეხვდა არასრულწლოვანს.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი უკვე შეხვდა არასრულწლოვანს და მოხდა გასაუბრება და დაიწყო გამოძიება სსსკ-ის ორი მუხლით: 333 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 335 მუხლით, რაც ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს“, – გვითხრეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.























