
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ბესიკ ხარანაულთან, სოფელ ლიშოში, სტუმრობისას დაგეგმილი არტ-გომურის გაკეთების სისრულეში მოყვანა, გიორგი კეკელიძეს, თავის თავზე უნდა აიღო. და აი, მწერალმა უკვე ეს იდეა წინ წაწია.
“ესეც, ასე!
თიანეთში, ლიშოში, ბესიკ ხარანაულის ეზოში, არტ-გომურს ,,ფონდი ქართული გალობა” მოაწყობს. მხარდამჭერები ეროვნული ბიბლიოთეკა, ეკვილიბრიუმი და გამომცემლობა ,,ინტელექტი” იქნებიან. გომურის მენეჯერები ბესიკი და მე გახლავართ. დღეს ფონდის ხელმძღვანელთან, ნანა გოთუასთან ერთად დავათვალიერეთ სივრცე – დაიგეგმა საზაფხულო საკვირაო სკოლების და ფოლკლორის ფესტივალების მოწყობა.
მოკლედ, დიდი საქმე დაიწყო, შედეგი – კიდევ უფრო დიდი ექნება” – წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.























