
შვებულებების პერიოდი დაიწყო და ვინაიდან ჯერ კიდევ არ არსებობს იმის საშუალება, რომ საზღვარგარეთ ვიმოგზაუროთ, საქართველოს მონახულებისთვის მოსახერხებელი დროა.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, რაც თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
პრომეთეს მღვიმე
მდებარეობს დასავლეთ საქართველოში კერძოდ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 100 მ-ზე.მღვიმეში არსებული ბილიკი 1420 მეტრია,მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მანძილის გავლა,ასეთი სილამაზისთვის.მღვიმე არის გრძელი გვირაბის მსგავსი.იმის მერე რაც ფეხს შედგამთ მღვიმეში,თქვენ აღმოჩნდებით გასაოცარ სამყაროში.მღვიმეში არაფერი არ არის ხელოვნურად გაკეთებული სწორედ ამიტომაა იგი ასე გამორჩეული.მღვიმის აღმოჩენისა და ისტორიის შესახებ დაწვრილებით მოგიყვებათ გიდი როცა მის მონახულებას გადაწყვეტთ მე კი გირჩევთ,რომ აუცილებლად ნახოთ ეს გასაოცარი ადგილი.შევეცდები სურათებით გადმოგცეთ და დაგანახოთ მღვიმის საოცარი სილამაზე თუმცა,მღვიმე რეალობაში ბევრად ლამაზია.

სათაფლია
ეს გახლავთ ნაკრძალი საქართველოში იგი მდებარეობს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.ამიტომ შეგილიათ პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ერთ დღეს მოინახულოთ. ორივე ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. მარტო სათაფლიაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად რომ საქართველოში არის ულამაზესი ბუნება. სათაფლიაში გიდი გაგაცნობთ ხეების ისეთ კიშებს რომლებიც ძალიან ცოტაა საქართველოს სხვა ადგილებში. ასევე გაიგებთ,საიდან მოდის სახელი სათაფლია, დატკბებით ულამაზესი ხედებით და რაც ყველაზე მთავარია, ნახავთ დინოზავრის ნაკვალევს.თუ მოვდებით დასავლეთ საქართველოში ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან და აუცილებლად ნახეთ ეს ენით აუღწერელი სილამაზე.

კაცხის სვეტი
სვეტი მდებარეობს იმერეთში კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტში.სიტყვა კაცხი არის სვანური და ითარგმნება როგორც მწვერვალი.დიდი სვეტის თავზე მდებარეობს პატარა მონასტერი და ერთი ხე. სვეტი არის ძალიან მაღალი და სწორი.სვეტზე ასვლა შესაძლებელია სპეციალური კიბეებით რომელიც სვეტიდან მიწაზე გადმოდის. სვეტის ქვემოთ არის კიდევ ერთი ეკლესია რომელიც სვიმონ მესვეტეს სახელობისაა.კაცხის სვეტთან შესაძლებელია ძალიან ლამაზი ფოტოების გადაღება.ობს ძალიან ბევრი ტურისტი ამიტომ თქვენც გირჩევთ ესტუმროთ კაცხის სვეტს და დატკბეთ ბუნების სილამაზით.

კოლხეთის ეროვნული პარკი
პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში , შავი ზღვის სანაპიროზე.იგი შექმნილია იმისთვის რომ დაიცვან ისეთი ცხოველებისა და მცენარეების ჯიშები,რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან.თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ცხოველები და მცენარეები,რომლებიც არასდროს გინახავთ ახლოდან.თქვენ ასევე კოლხეთის ეროვნულ პარკში ნახავთ ტყეებს მრავალფეროვანი ხეებით.კერძოდ ტქვენ შეგიძლიათ იხილოთ:წიფელი,წყავი,მურყანი,რცხილა და სხვა.

უფლისციხე
ეს არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი.მდებარეობს ქალაქ გორის აღმოსავლეთით.უფლისციხის შუაგულში არის პატარა ტაძარი მას სტუმრობს ძალიან ბევრი ტურისტი. უფლისციხე არის ისტორიული ადგილი. უფლისციხე ძალიან საინტერესო სანახავია და რაც ყველაზე მთავარია ბუნებრივადაა დაარსებული.გიდი ბევრ საინტერესო რამეს გიამბობთ უფლისციხის შესახებ.
სარო
სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.
ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი.

აბუდელაურის ფერადი ტბები
ეს მყინვარული წარმოშობის ტბებია აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე; სოფლების, როშკასა და ჯუთასთან ახლოს ზღვის დონიდან 2812 მეტრზე. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. ტბების მაქსიმალური დონე ზაფხულში აღინიშნება, მინიმალური კი – ზამთარში.

ბახმარო
ლეგენდის თანახმად, კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: “ბახ მარო” – ნახეთ თქვენი მარო.

მახუნცეთის ჩანჩქერი
პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, აჭარის ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს.
უძირო ტბა
ტბარაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე.

სიღნაღი
ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.
სვანეთი
ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ორ ნაწილად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელი იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა.

გერგეტის სამება
ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამება 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ხევსურეთი
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე.
აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთით — ფშავი, დასავლეთით — ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კი — ინგუშეთი. ქისტეთ-ჩეჩნეთისაგან ხევსურეთს ჰყოფს მითხოსა და მაისტის მაღალი მთები, რომლებიც მიემართებიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ბისნის მთიდან დაწყებული ტებულოს მთამდის. ხევსურეთისა და ფშავის გამყოფი საზღვარი იწყება მცირე ბორბალოდან და ლიქოკის მთით მიდის აკუშოს წყლის სათავემდის და შემდეგ ბეტისჩრდილზე და კიშხევზე გადადის.























