13:57 | 2020-06-29 ავტორი: თამარ გონგაძე

მაკა შალიკაშვილი ატირდა, როცა შაქარაშვილის ტრაგედიას ლექსით გამოეხმაურა

მაკა შალიკაშვილი ატირდა, როცა შაქარაშვილის ტრაგედიას ლექსით გამოეხმაურა

მაკა შალიკაშვილი გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას ლექსით გამოეხმაურა. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, დილით, გაღვიძებისთანავე აეკვიატა მამა ადამის ლექსი, ადგა და ჩაწერა, ამ სიტუაციის გამოძახილად.

 

მაკა გარდაცვლილი ფეხბურთელის ტრაგედიას, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, ძალიან განიცდის. ვიდეოში თქვენ ნახავთ, ბერის დაწერილი ლექსის თქმის დროს, როგორ ერევა ცრემლი.

 

მამა ადამ ახალაძე იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარია. წერს ლექსებს, მოთხრობებს. 

 

მაკა შალიკაშვილი: – ლექსის წაკითხვა თუ ჩაწერა, პოეტის მუზას ჰგავს. როგორც მათ შეუძლიათ – გზაში, სახლში, ღამით თუ დღისით, მუზის მოსვლის დროს ლექსის დაწერა, ასევეა ლექსის ჩაწერაც. როცა ემოცია მოგეძალება, მაშინ შეგიძლია მისი წაკითხვა.

 

2020-05-27"ინსულტი გადავიტანე, ჩემი ქალაქიდან გაყვანა გახდა საჭირო..." - თემურ წიკლაური

 

ამ ლექსის წაკითხვაც დაგროვილი გულისტკივილის გამოხატულება იყო ჩემგან. იმ მძიმე ამბების, რაც ჩვენს ყოველდღიურობაშია, დამაგვირგვინებელი აკორდი იყო გიორგი შაქარაშვილის სიკვდილი თუ მკვლელობა. გონებაში მიტრიალებდა ეს ლექსი. დილით წამოვხტი და ჩავწერე.

 

მამა ადამის პოეზია ძალიან ღრმა და დამაფიქრებელია. როგორც სახარების კითხვისას, ყოველ ჯერზე ახალს აღმოაჩენ, ასევეა მისი პოეზიაც. ბერის ლექსში ჩანს, რომ ორივე მხარე, მსხვერპლიც და მკვლელიც ორივე უსაცოდავესია. ნებისმიერ შემთხვევაში მკვლელი მოკლულზე უბედურია. რთულია ამ ცოდვით ცხოვრება.

 

არ მიყვარს სტატუსები, ბევრი დაიწერა. პოზიციის დასაფიქსირებლად ლექსი მირჩევნია.

 

2020-06-24"მე რომ მოვკვდი, ყველა ქალი დაქვრივდა" - საკუთარ ლექსს ბესიკ ხარანაული კითხულობს

 

საზოგადოება ძალიან არეულია, შეშლილია. ვერ გაიგებ, ვინ რაზე ილანძღება. ადამიანებს ჩვენივე თავის სისუსტეები ძალიან გვაწუხებს…

 

პოეზია ჩემთვის შვებაა. გულიდან და სულიდან წამოსულ ლექსს ადამიანები კარგად გრძნობენ. მადლობა ყველას, ვინც ისმენს ჩემს მიერ წაკითხულ ლექსებს და კომენტარებს არ იშურებს, აქვთ მოლოდინი, რას ჩავწერ ახალს, რამეთუ ეს მათთვის ერთგვარი შვებაა. მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს.

 

მამა ადამის თითოეული ლექსი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მას აქვს ლიტერატურული სალონი “მირკანი”, სადაც სალონურ საღამოებს აწყობს. მოწვეული ლიტერატორები, პროფესორები, მწერლები კითხულობენ საოცრად საინტერესო ლექციებს.

 

ხშირად ვესწრები ამ ლექციებს. თეატრებში ლიტერატურული საღამოები არაერთხელ მოვაწყეთ. პანდემიამ ხელი შეგვიშალა, თორემ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნდა დაგეგმილიყო მსგავსად დაუვიწყარი საღამოები.

ავტორი: თამარ გონგაძე

X