13:06 | 2020-06-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

 

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

 

ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება.

 

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, „ნაციონალური მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღეს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X