20:53 | 2020-03-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორია სამი ახალი დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა

როგორია სამი ახალი დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალი დაინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, დაინფიცირებულები საშუალო ასაკის ადამიანები არიან.

 

„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. ერთ-ერთს ორმხრივი პნევმონია აქვს. დანარჩენის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

დღეს გვიან ღამით, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 9 ტესტის პასუხს ელოდებიან.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჯიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 73.

 

ასევე, დაგაინტერესებთ: 

ვისთან ჰქონდათ კონტაქტი სამ ახალ დაინფიცირებულ ადამიანს
2020-03-15ვისთან ჰქონდათ კონტაქტი სამ ახალ დაინფიცირებულ ადამიანს
 
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა
2020-03-15კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X