22:20 | 2020-07-02 ავტორი: Prime Time

პროტესტი საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის წინააღმდეგ – სოფელ აწყურში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

პროტესტი საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის წინააღმდეგ – სოფელ აწყურში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობამ თელავი-ახმეტის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

 

პროტესტის მიზეზი, თეთრი გიორგის მონასტრის მიმდებარედ, 23 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, გამოცხადებული აუქციონი გახდა, რომელიც ადგილობრივებისთვის ერთადერთ საძოვარს წარმოადგენს.

 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

 

აქციაზე მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველიც. ბოტკოველმა, კახეთის გუბერნატორსა და და მუნიციპალიტეტის მერს მოუწოდა, სასწრაფოდ შეაჩერონ აუქციონი, რომელიც 3 ივლისს, 17 საათზე უნდა გაიმართოს.

 

საძოვარი აუქციონზე, ეკონომიკის სამინისტრომ გამოიტანა.

 

აწყურის მოსახლეობა, საკითხის სოფლის სასარგებლოდ გადაწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X