20:49 | 2020-07-03 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„თქვენ სტუდენტობაც გინდათ და სუნთქვაც, ეგრე სადაა?..“ – ხუმრობები ეროვნული გამოცდების თემაზე

„თქვენ სტუდენტობაც გინდათ და სუნთქვაც, ეგრე სადაა?..“ – ხუმრობები ეროვნული გამოცდების თემაზე

მართალია, ეროვნულ გამოცდებზე პანდემიასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციები შეიცვალა და აბიტურიენტებს წერის პროცესში უკვე შეეძლებათ პირბადის გარეშე ისხდნენ, ამასთან, თუ ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტი იქნება, კონდიციონერის ჩართვის ნებართვაც არსებობს, მაგრამ მანამ, სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, უმეტესობა საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდა არსებულ რეგულაციებს და როგორც გვჩვევია ხოლმე, ხშირად ხუმრობითაც გამოხატავდნენ უკმაყოფილებას.

 

გთავაზობთ ზემოთ ხსენებულ თემაზე, სოციალურ ქსელში შეგროვებულ ხუმრობებს:

 

„40 გრადუს სიცხეში რომ ზიხარ, პირბადე გიკეთია და „პახოდუ“ დათა თუთაშხიას „აპრავებ“, რატომ არ ერევა სხვის საქმეში“.

 

„აბიტურიენტებს გამოცდებზე მერხის ქვეშ ტაშტი მაინც დაახვედრეთ, რომ ცივ წყალში ჩაყარონ ფეხები“.

 

„ეროვნულებზე“ 39 გრადუს სიცხეში რომ დაჯდება პირბადიანი აბიტურიენტი და თემა რომ მოუვა: „ცოტნე დადიანი“, შეიძლება პირველ პირში დაწეროს.

 

„24 წუთი და 3 წამია სუნთქვის შეკავების რეკორდი. ვნახოთ, აბიტურიენტები რას იზამენ“.

 

„ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეზღუდვები ცოტა მემსუბუქება. თავის მიტრიალებაზე 2 როზგი და ღრმად ჩასუნთქვაზე ქულის დაკლება ხომ არ დაგვემატებინა?“

 

„მთავრობა არ ფიქრობს, რომ არჩევნებზე 39 000+ ხმას კარგავს?“

 

„პირბადეები წინადღით საყინულეში ჩააცივეთ“.

 

„თქვენი აზრით, ჩვენგანაც საპონს დაამზადებენ?“

 

„გამოცდებზე ცოცხლად გადამრჩენებს ჩვენ არ ვგავართ და სიკვდილის წინ ცოდვები მაინც მოვინანიოთ. აბა, ინდულგენციები 5 ლარაააად“.

 

„კალამს რომ ჩავბერო, პირბადის მოხსნა შეიძლება? ან გულწასულ აბიტურიენტს რომ შევუბეროთ?“

 

„არჩევნებზე ჩვენ გავიცინებთ“.

 

ექსტრადაცია გერმანიიდან - როგორ დატოვა ქვეყანა დავით ჭაკუამ დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად
2020-07-03ექსტრადაცია გერმანიიდან - როგორ დატოვა ქვეყანა დავით ჭაკუამ დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად

 

„ადრე გამოცდაზე შესულ ბავშვებს წარმატებებს უსურვებდნენ, ახლა – მშვიდობით უკან დაბრუნებას“.

 

„თქვენ სტუდენტობაც გინდათ და სუნთქვაც, ეგრე სადაა?“

 

„პირბადე და უკონდიციონერობა? ეგაა დაბრკოლება? ხელები შეგვიკარით, თვალები აგვიხვიეთ, კანი დაგვისერეთ და მარილი დააყარეთ, ცოტა ინტერესი მიეცით საქმეს!“

 

„ცოტნე დადიანს მეტი კი არაფერი უქნია – წავიდა და დაჯდა სიცხეში, თავისი ნებით!“

 

„ზუსტად ვიცი, გამოცდების დილას ბებიაჩემი მეტყვის – ჟაკეტი წაიღე, რომ შეგცივდეს, მოიხურავო“.

 

„მე მგონი, რაღაცა ცდაში ვიღებთ მონაწილეობას. დაგვაკვირდებიან და ვინც გადავრჩებით, ჩვენგან ახალ, სუპერძალის მქონე ადამიანებს გამოიყვანენ“.

 

„ცოცხლად გადარჩენილ აბიტურიენტებს სნაიპერი ესვრის „კანტროლკას“?

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X