
ნინო ქათამაძე თავის დაბადების დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმში, კონცერტს გეგმავს. მანამდე კი მუსიკოსს, მაყურებელთან შეხვედრა, ფოლკლორულ ფესიტვალ “არტ-გენზე” მოუწევს. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, პანდემიური პაუზის შემდეგ და კონცერტზე გასვლის წინ, ძალიან ღელავს.
“არტ-გენი” ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე 23-დან 26 ივლისის ჩათვლით, ყოველგვარი რეგულაციის დაცვით, ჩატარდება და დასწრება შეზღუდული იქნება. 25 ივლისს, ფესტივალის ერთ-ერთ დამაგვირგვინებელ კონცერტს, ნინო ატარებს.

ნინო ქათამაძე: – იმდენი ხანია მუსიკასთან ახლოს არ ვყოფილვარ, კონცერტს ვგულისხმობ, რომ ძალიან ვღელავ. მონატრებული ვარ. “არტ-გენი” ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყოველთვის ან მაგ დროს იწყება, ან სრულდება რაღაც და იმედია, საკონცერტო მოღვაწეობა დაიწყება. ტრადიციულად, დახურვის წინა დღეს ვმღერი და ფესტივალს ხურავს ნიაზი. ჯერ დეტალებზე ნიაზთან არ მისაუბრია. როდესაც აფიშა დაიდება და გვეცოდინება, რა როგორ არის, მერე ერთად გავივლით კონკრეტულ დეტალებს.
რაც შეეხება ჩემი დაბადების დღის კონცერტს, ბათუმში, ღია სივრცეში მექნება. კონკრეტული ლოკაცია ჯერ არ ვიცი.






















