
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვი ციციშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„ბავშვი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ პრესცენტრში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები და ექიმები კომენტარისგან თავს იკავებენ.























