01:30 | 2020-07-04 ავტორი: Prime Time

პატრონს საყვარელი კატის ხმა სარეცხი მანქანიდან შემოესმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა – ნახეთ რა მოხდა ამის შემდეგ

პატრონს საყვარელი კატის ხმა სარეცხი მანქანიდან შემოესმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა – ნახეთ რა მოხდა ამის შემდეგ

მართალია, ეს ისტორია საბედნიეროდ მშვიდობით დასრულდა, მაგრამ მისმა ყველა მონაწილემ უზარმაზარი სტრესი გამოიარა.

 

იმ დღე ამანდა მერედიტმა და მისმა მეუღლემ, ანჯელომ რეცხვის დღე მოაწყვეს. გოგომ ქმარს სთხოვა, რომ სარეცხ მანქანაში თეთრეული შეეყარა და არ დავიწყებოდა სარეცხი ფხვნილის დამატება კონდიციონერით.

 

მოგვიანებით მას საყვარელი კატის, ოსკარის ხმა შემოესმა, მაგრამ იფიქრა, რომ ის ისევ ჩვეულებისამებრ კარადაში იყო შემძვრალი. ამიტომაც ყურადღება არ მიუქცევია და უკვე გარეცხილი თეთრეულის ნაწილი გასაფენად წაიღო.

 

უკან დაბრუნებულს, ოსკარის ხმა ისევ შემოესმა. სარეცხი მანქანისკენ დაიხარა და საშინელი სურათი დახვდა. მისი საყვარელი ფისო მანქანაში იყო და კლანჭებით კედლებს ცდილობდა მოჭიდებოდა.

 

პროგრამა, რაზეც სარეცხი ირეცხებოდა 12 წუთი გრძელდებოდა ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებებით. ამანდამ მაშინვე გამორთო მანქანა.

 

მანქანის დაცლას წყლისგან ზუსტად 2 წუთი დასჭირდა.

 

როცა კარი გაიღო, ოსკარი გადმოვარდა, სრულიად შოკირებული, უცნაური გამოხედვით.

 

 

შეშინებულმა წყვილმა ფისო მაშინვე კლინიკაში გააქანა. ვეტერინარმა გააფრთხილა, რომ ყველაზე კრიტიკული პირველი 6 საათი იქნებოდა. ოსკარს მთელი სხეული დალილავებული ჰქონდა.

 

კატას იმ დღეს ძალიან გაუმართლა და გადარჩა. ვეტერინარმა მას წამლები გამოუწერა და სახლში მეორე დღესვე გაუშვა.

 

ამანდა ყვება, რომ მისი კატა დაახლოებით 7 დღის განმავლობაში დაკარგა, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა.

 

 

ის 2 წუთი ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდა. მაგრამ მთავარია, რომ იქიდან თავი ცოცხალმა დააღწია. მან უკვე გაქვითა ცხრა სიცოცხლიდან სამი.

– ამანდა მერედიტი

 

ვეტერინარები პატრონებს აფრთხილებენ, რომ კატებს ცხელ დღეებში გრილ ადგილებში უყვართ შეძრომა დასაძინებლად. ამიტომაც რეცხვის წინ კარგი იქნება ტექნიკის კარგად შემოწმება.

წყარო: ABC News.

 

„დათვისა და მგლის ჩხუბი დამთვალიერებელს მართალი ეგონაო“ - ფოტოამბავი თბილისის ახალი ზოოპარკიდან
2020-05-19„დათვისა და მგლის ჩხუბი დამთვალიერებელს მართალი ეგონაო“ - ფოტოამბავი თბილისის ახალი ზოოპარკიდან
ავტორი: Prime Time

X