
სამხრეთ კორეის ქალაქ იიჯონბუში „სპორტდარბაზის კლასტერი“ გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 36 შიდა გადაცემას უკავშირდება, 27 კი იმპორტირებულია.
25 ახალი შემთხვევა სეულის მახლობლად მდებარე ქალაქ იიჯონბუში დაფიქსირდა, საიდანაც 16 ე.წ. სპორტდარბაზის კლასტერს მიეკუთვნება.
კიდევ ერთი კლასტერი მიმდინარე კვირაში ქალაქ კვანჯუს ერთ-ერთ ტაძარში გაჩნდა, ამჟამად კლასტერის წევრთა რაოდენობა უკვე 60-ს აღემატება.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 13 030 შემთხვევაა დაფიქსირებული, 11 811 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 283 კი გარდაიცვალა.























