12:28 | 2020-07-05 ავტორი: Prime Time

რა წესები უნდა დაიცვათ ზღვაზე – განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვათ ზღვაზე – განახლებული რეკომენდაციები

სეზონიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზღვის სანაპირო ზოლისთვისაც შეიმუშავა.

 

რეკომენდაციების თანახმად, სანაპიროს ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

 

მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, პლაჟების ზონებად დაყოფა.

 

„არავის უხსენებია ის, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა“- სკოლა „ალბიონის“ განცხადება
2020-07-05„არავის უხსენებია ის, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა“- სკოლა „ალბიონის“ განცხადება
პერიოდულად უნდა განხორციელდეს სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით.

 

„დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე); აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება; წყლის ტრანსპორტის – სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით; დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.

 

ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით;

 

სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;

 

სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

 

დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია: ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი. სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი სათვალე ან სახის ფარი“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.

 

ავტორი: Prime Time

X