
საუდის არაბეთიდან ლიბანში მიმავალ თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სამედიცინო პირბადე მოიხსნა, რასაც სხვა მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა და საბოლოოდ ინციდენტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
დაპირისპირების ამსახველი კადრები სამოყვარულო კამერით ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო.
მთვრალი მამაკაცი ადგილზევე დააკავეს და თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ის სამართალდამცავებს გადასცეს.






















