23:24 | 2020-07-06 ავტორი: თამთა თორდია

დედას ვატყუებდი… თვალებში ვეღარ ვუყურებდი!..  – ტრანსგენდერი ქალის ემოციური აუდიოჩანაწერი

დედას ვატყუებდი… თვალებში ვეღარ ვუყურებდი!..  – ტრანსგენდერი ქალის ემოციური აუდიოჩანაწერი

ტრანსგენდერი ქალი მადონა კიპაროიძე „რადიო თავისუფლებასთან“ დედაზე საუბრობს.

ტრანსგენდერს, რომელმაც მერიასთან თავის დაწვა სცადა, სამსახური შესთავაზეს
2020-05-29ტრანსგენდერს, რომელმაც მერიასთან თავის დაწვა სცადა, სამსახური შესთავაზეს

 

 

ის მის აუდიოდღიურში ამბობს, რომ მან 2014 წელს გადაწყვიტა დედისთვის საიდუმლო გაემხილა.

 

„ჩემს ცხოვრებაზე მოგიყვებით. 2014 წლის ზაფხულს გადავწყვიტე დედაჩემისთვის ის საიდუმლო გამემხილა, რისი დამალვაც ასე ძალიან მიჭირდა. მრცხვენოდა რომ ვმალავდი.

 

ყოველდღე სინდისი უფრო და უფრო მქენჯნიდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედა ჩემს ორიენტაციაზე ჩემი საეჭვო ქცევის გამო, კითხვებს მისვამდა. მე კი მას ყოველდღიურად ვუყურებდი თვალებში და ვატყუებდი, რომ მე გოგოები მომწონდა და არანაირი „გადახრა“ არ მჭირდა. მე დედა უზომოდ მიყვარდა და მიყვარს კიდეც. ყოველღამე მესიზმრებოდა, როგორ ვეუბნებოდი სიმართლეს დედას და როგორ ვკარგავდი მას.

 

ამას მოყვა 2013 წლის ლგბტ სიამაყის მარშის დარბევები. სადაც ჩემნაირ ადამიანებს დასცინოდნენ, სცემდნენ და ხალხი ჩემს სამეზობლოში განიხილავდა, რომ ეგენი დასაწვავები იყვნენ. ვუსმენდი ხალხს და ჩემი თავის მრცხვენოდა, რადგან ჩემი თემის წევრებს ლანძღავდნენ და ხმას ვერ ვიღებდი. მეშინოდა, რომ დედაჩემზე არ ეთქვათ ბოზიაო, ან კარგი დედა არ არისო. ვერ ავიტანდი ჩემს უძლიერეს დედაზე ასე ეთქვათ.

 

ბოლოს დედას თვალებში ვეღარ ვუყურებდი. ერთხელ დედაჩემმა გაბრაზებით მკითხა ქალი ხარ თუ კაციო, ამ დროს ყველაფერი ერთად გაქრა და ცარიელი სხეულის განცდა მქონდა, წამებში გავიაზრე, რომ სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დედას სიმართლე ვუთხარი და ამ სიმართლის გამო სახლიდან წასვლა მომიწია, დედამ მითხრა, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო“, – ყვება ტრანსგენდერი ქალი მადონა კიპაროიძე „რადიო თავისუფლებასთან“.

 

#1: ქამინგაუთი | მადონას აუდიობლოგი

"ვიღვიძებდი და ვტიროდი. არ ვიცოდი სად იყო გამოსავალი. გაღვიძებისას ახალი კოშმარი იწყებოდა, შინაგანი ხმა, რომელიც მეძახდა თუ როგორი მშიშარა ვარ, რომ ვერ ვუსწორებ სიმართლეს თვალს და არ მაქვს იმის ძალა რომ ვაღიარო ჩემი თავი"🎙 ტრანსგენდერი ქალი, მადონა კიპაროიძე აუდიობლოგიის პირველ ეპიზოდში ქამინგაუთზე საუბრობს.

Posted by რადიო თავისუფლება on პარასკევი, 03 ივლისი, 2020

ავტორი: თამთა თორდია

X