11:07 | 2020-07-07 ავტორი: Prime Time

ზალკალიანი ასახელებს ქვეყნებს, სადაც გადაადგილება შტრიხკოდებით იქნება შესაძლებელი

ზალკალიანი ასახელებს ქვეყნებს, სადაც გადაადგილება შტრიხკოდებით იქნება შესაძლებელი

საბერძნეთი და ესპანეთი – ეს ის ქვეყებია, სადაც საქართველოს მოქალაქეები მოგზაურობას შეძლებენ, თუმცა ქვეყანაში შესვლამდე მათ მიენიჭებთ სპეციალური შტრიხკოდი, რომლითაც გაკონტროლდება გადაადგილება.

 

კონტროლის ეს მექანიზმი ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიის გამო შემოიღეს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დაასახელა ის ქვეყნები, რომლებმა საქართველოს საზღვრები კორონავირუსის აფეთქების შემდეგ ყოველგვარი პირობების გარეშე გაუხსნა.

 

მინისტრის განცხადებით, ესენია ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი.

 

ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელბმაც დღევანდელი მომენტისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნეს. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ადეკვატური მიდგომა იყოს ამ ქვეყნების მიმართ, – განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

 

იტალიის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩავლენ, აუცილებლად უნდა გაიარონ 14–დღიანი თვითიზოლაციის პროცედურა.

 

რაც შეეხება საბერძნეთს, ამ ქვეყანაში შესვლამდე 48 საათით ადრე მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, მიუთითონ მგზავრობის მიზანი, გაფრენისა და უკან დაბრუნების თარიღი, კონკრეტული ადგილი, სადაც გაჩერდებიან ამ ქვეყანაში ყოფნის დროს. შემდეგ ისინი მიიღებენ გარკვეულ შტრიხ–კოდს, რომლითაც მათი გადაადგილება გაკონტროლდება. მსგავსი მოთხოვნები აქვს ესპანეთსაც.

 

„ყველა ქვეყანა, ბუნებრივია, თერმოსკრინინგს ითხოვს. არის შვედეთის მაგალითი, რომელიც ითხოვს PCR-ტესტებს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

 

ყურადღებით იყავით, თუ იმგზავრებთ თურქეთის ავია რეისებით! - ქართველი ემიგრანტის მძიმე გზა სამშობლოში დაბრუნებამდე
2020-07-06ყურადღებით იყავით, თუ იმგზავრებთ თურქეთის ავია რეისებით! - ქართველი ემიგრანტის მძიმე გზა სამშობლოში დაბრუნებამდე

 

ევროკავშირმა საქართველო იმ 15 არაწევრი ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებისთვისაც ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. საზღვრები საქართველოსთვის გახსნეს შვეიცარიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

 

ამასთან ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ ვენაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს.

 

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა.

 

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

ავტორი: Prime Time

X