10:20 | 2020-07-08 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 963 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

კორონავირუსის რისკების შესამცირებლად, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება
2020-07-07კორონავირუსის რისკების შესამცირებლად, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება

 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 841 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავტორი: თამთა თორდია

X