19:06 | 2020-07-09 ავტორი: თამთა თორდია

არც ერთი აბიტურიენტი არ მოიხსნება გამოცდიდან მაღალი სიცხის გამო – ნუნუ მიცკევიჩი

არც ერთი აბიტურიენტი არ მოიხსნება გამოცდიდან მაღალი სიცხის გამო – ნუნუ მიცკევიჩი

არც ერთი აბიტურიენტი მაღალი სიცხის გამო არ მოიხსნება გამოცდიდან და მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას, თუ ეს არ იქნება კოვიდთან დაკავშირებული შემთხვევა და არ დადასტურდება პისიარ-ტესტირებით – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ბიჭი, რომელმაც პირველი ეროვნული გამოცდები ჩააბარა, დღეს ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორია
2020-07-08ბიჭი, რომელმაც პირველი ეროვნული გამოცდები ჩააბარა, დღეს ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორია

 

მისი თქმით, ეროვნული გამოცდები საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს.

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდები საკმაოდ მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს.

 

ჩვენმა აბიტურიენტებმა გაითავისეს და გაიზიარეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებული იყო და მათ მაღალ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მათ საგამოცდო პროცესის მიმართ პრეტენზია გამოთქვეს და ისინი მხოლოდ და მხოლოდ დადებით გამოხმაურებას გვიზიარებენ“ – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

ავტორი: თამთა თორდია

X