17:08 | 2020-07-10 ავტორი: Prime Time

გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და არაგვში გადააგდეს! – 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია

გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და არაგვში გადააგდეს! – 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის პოზიცია

12 სახის დაზიანება ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პირობებში. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და შემდეგ გადააგდეს არაგვში. ამის შესახებ ოჯახის წარმომადგენელმა მირიან ნიკოლაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან ამ ბრიფინგზე ოჯახის პოზიცია გააჟღერა

 

„წარმოუდგენელია, ეს დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, ფერდობზე დაგორებით იყოს მიყენებული…

 

შესაბამისად, ჩვენი კატეგორიული პოზიცია იქნება პროკურატურის და შსს-ს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლკელობის გამო მიეცეს…

 

ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები“ – აცხადებს ნიკოლაძე

 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რის შედეგადაც ირკვევა, რომ 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი წყლით ასფიქსიაა, თუმცა, მას სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებებიც უფიქსირდება

ავტორი: Prime Time

X