18:16 | 2020-07-10 ავტორი: Prime Time

ვისაც აქვს სათქმელი დუმს. (?!) – მიშა ფეიქრიშვილის ემოციური პოსტი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკნაზე

ვისაც აქვს სათქმელი დუმს. (?!) – მიშა ფეიქრიშვილის ემოციური პოსტი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკნაზე

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი, მიშა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში გარადცავლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას ეხმიანება.

 

„ჩვენი სისასტიკე და დაუნდობლობა, ჩვენი დუმილი და კონფორმიზმი, ჩვენი შვილების აღზრდის მეთოდები და “ნაჭუჭში” გამოკეტვა…

 

ვიღაცისთვის ეს საქმე გაკვეთილია, ვიღაცისთვის დიდი ტრაგედია, არავისთვის ჩვეულებრივი ამბავი.

 

ფიქრებით დავბორიალობთ იმ ღამეში, მშობლების სახლში, დაკავებულების საკნებში – თითქოს ყველასთან რაღაც გვაქვს სათქმელი.

 

მაგრამ ვისაც აქვს სათქმელი დუმს. (?!)

 

მეტირება... მის მარტოობაზე მწყდება გული, სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ - გურამ შეროზია შაქარაშვილზე
2020-07-09მეტირება... მის მარტოობაზე მწყდება გული, სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ - გურამ შეროზია შაქარაშვილზე

 

თითქოს ისე მივეჩვიეთ ტრაგედიებს, რომ იშვიათად ხდება ამბავი, რომელიც ასე ერთსულოვნად შეგვძრავს.

 

“მაგიდაზე ასვენია სწორი აგებულების, მამრობითი სქესის გვამი. სიგრძით 169 სმ; წონით 73 კგ”. – მოდი და დაივიწყე ეს წინადადება.

 

იქნებ მეტი სიკეთე ვაკეთოთ, იქნებ სხვანაირად აღვზარდოთ შვილები, იქნებ არასოდეს ვიყოთ აგრესიულები, იქნებ აღარასოდეს მივატოვოთ ერთმანეთი. სიბნელეში“,- წერს მიშა ფეიქრიშვილი.

 

ცნობისთვის, დღეს, 10 ივლისს, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

 

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

ავტორი: Prime Time

X