
„გვითხრა ერთხელ, წარმატებას, რომ მივაღწევ და ფულს ვიშოვიო, მდიდარი არ მინდა ვიყოო, იმიტომ, რომ სხვას არ აქვსო“, – ასე იხსენებენ მეგობრები 19 წლის ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს, რომლის გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული.
„ვეღარც ვტირი უკვე მგონია, რომ დღეს გამოვა კიდევ და ვნახავ“
„ლურჯი თვალები ჰქონდა, ანათებდა“
„თმები ჰქონდა ხოლმე სულ გასწორებული, მაგრამ სავარცხელი მაინც უნდა ჰქონოდა ჯიბეში და თმის ჟელეც“
„გვითხრა ერთხელ წარმატებას, რომ მივაღწევ და ფულს ვიშოვიო მდიდარი არ მინდა ვიყოო, იმიტომ, რომ სხვას არ აქვსო“, – იხსენებენ მეგობრები გიორგი შაქარაშვილს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
გიორგი ცოცხალი, ნაცემი გადააგდეს არაგვში და იქ დაახრჩვეს – შაქარაშვილის ბიძა
გიორგი შაქარაშვილი მოკლეს – ფეხბურთელის ბიძა






















