
ბრიტანელმა თავისი ძაღლის ქცევა ვეღარ აიტანა და ის იქ მიატოვა, საიდანაც 10 წლის წინ წაიყვანა. იმ იმედით, რომ მასზე ვინმე იზრუნებს, ძაღლის სახელით სენტიმენტალური წერილიც დატოვა.
6 ივლისის დილას ძაღლების თავშესაფრის თანამშრომლებმა შავი ლაბრადორი ჭიშაკრთან მიბმული ნახეს. ამ ადგილზე აქამდეც ხშირად ხვდებოდათ მიტოვებული ძაღლები, მაგრამ ეს ლაბრადორი მაინც განსაკუთრებული იყო. ძაღლის გარდა დატოვებულ წერილში მათ ეს ტექსტი ამოიკითხეს:
გამარჯობა! თუ შეიძლება შემიფარეთ. ჩემმა პატრონმა 10 წლის შემდეგ მიმაგდო, რადგან ვერადავერ ვისწავლე კარგად მოქცევა. დამაბრუნა იქ, საიდანაც ოდესღაც წამიყვანა. მადლობა, რომ იზრუნებთ ჩემზე, ბოდიში უხერხულობისთვის.
მართალია, ძაღლის პატრონს ინკოგნიტოდ უნდოდა დარჩენა, მაგრამ ცხოველების უფლედამცველებს ამის დაშვება არ შეეძლოთ. ამიტომაც სოციალურ ქსელში გაავრცელეს ძაღლის ფოტო და ითხოვეს ინფორმაცია მისი პატრონის შესახებ.
ძალიან გვინდა მასთან გასაუბრება და გარკვევა, რატომ დატოვა ძაღლი. მას არ აქვს ჩიპი. თუ იცანით ის და შეგიძლიათ დახმარების გაწევა, დაგვიკავშირდით კონფიდენციალურად. ძაღლი უკვე ავიყვანეთ ზღუნვის ქვეშ























