
გაიცანით ფატი მაჩალიკაშვილი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში ცხოვრობს.
ფატი 5 შვილის დედაა. საქართველოში 21 წლის წინ ჩეჩნეთიდან ჩამოვიდა და საკუთარ ეზოში მარწყვის მოყვანა დაიწყო. ვისაც ის ერთხელ მაინც გაუსინჯავს, ამბობს, რომ ფატის მარწყვს განსაკუთრებული გემო აქვს: იგი არომატითაც გამორჩეულია და – ვიზუალითაც.
შარშან ფატიმ მარწყვი კიდევ უფრო მეტ ფართობზე გააშენა და მოსავალიც გააორმაგა. სამომავლოდ იგი ჟოლოსა და მაყვლის მოყვანასაც აპირებს.
ფატი გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მონაწილეა. პროექტი შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების დახმარებით ხორციელდება.
წყარო: „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“























