13:01 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

ჩეხეთის საელჩოს პირველი კომენტარი ტურისტზე, რომელსაც საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა

ჩეხეთის საელჩოს პირველი კომენტარი ტურისტზე, რომელსაც საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო პირველ კომენტარს აკეთებს ტურისტზე, რომელსაც საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

„პრაიმტაიმს“ ჩეხეთის საელჩოში განუცხადეს, რომ საუბარია 41 წლის ჩეხ მამაკაცზე, რომელიც 3-დან 10 მარტის ჩათვლით გუდაურში იმყოფებოდა.

 

„საელჩომ საქმის შესახებ შეიტყო საქართველოს ხელისუფლებისგან შაბათს ღამით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მომართვის საფუძველზე და ჩეხეთის ხელისუფლებასთან სათანადო კოორდინაციის შემდეგ დადგინდა ერთი ადამიანი (მამაკაცი, 41 წლის), რომელიც გუდაურში იმყოფებოდა 3-დან 10 მარტის ჩათვლით, თუმცა მის მიმართ კორონავირუსის ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა ჩეხეთის რესპუბლიკაში მისი დაბრუნების შემდეგ. ტესტირების შედეგები მან აცნობა გუდაურში მდებარე იმ სასტუმროს, სადაც ის იმყოფებოდა. ეს ადამიანი ახლა კარანტინშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

 

ამავე თემაზე: ტურისტებს კორონავირუსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დაუდასტურდათ

 

„მთვრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

ავტორი: Prime Time

X