
15 წლის მოზარდი ზაალ ქანთარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კიროვში მდინარე ჯუმის პირას, იქ სადაც წყლის დონე შედარებით დაბალი იყო, ბოლოს თანატოლებმა ნახეს.
ძლიერი წვიმის გამო კი წყალმა იმატა და მოზარდის კვალიც მას შემდეგ დაიკარგა. იგი საქონლის მდინარის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გამოსარეკად იყო შესული.
სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მდინარის ადიდების გამო გართულებულია სამძებრო სამუშაოები, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები.






















