14:50 | 2020-07-14 ავტორი: თამთა თორდია

ძალიან მიჭირს, უკვე ენერგიაც აღარ მაქვს – ჯაბა ბოჯგუას დედის 12-წლიანი ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

ძალიან მიჭირს, უკვე ენერგიაც აღარ მაქვს – ჯაბა ბოჯგუას დედის 12-წლიანი ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

მანანა გვასალია 12 წელია ვაჟის, მომღერალ ჯაბა ბოჯგუას, სიცოცხლისთვის იბრძვის. ჯაბა ბოჯგუას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს და ლოგინს არის მიჯაჭვული უკვე 12 წელია. მას საკუთარი ძალებით, მხოლოდ დედა უვლის.

 

ის დღეები ახლაც კოშმარად მესიზმრება - ქართველი ემიგრანტის უმძიმესი ისტორია
2020-05-18ის დღეები ახლაც კოშმარად მესიზმრება - ქართველი ემიგრანტის უმძიმესი ისტორია

 

„პრაიმტაიმი“ ქალბატონ მანანა გვალიას დაუკავშირდა.

 

– ქალბატონო მანანა, როგორ ხართ თქვენ და ჯაბა?

 

ჯაბას მდგომარეობა, როგორიც თავიდან იყო ისეთივეა, არც უარესობაა და არც უკეთესობა. ძალიან ვწვალობთ, ძალიან მიჭირს, უკვე ენერგიაც აღარ მაქვს, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ამის ლაპარაკი არ შველის, რადგან ჩემს მეტი ჯაბას პატრონი არავინ არ ყავს. მე, რომ რამე მომივიდეს ჯაბას რა ეშველება არ ვიცი. რაც დედაჩემი გარდაიცვალა გავნადგურდით.

 

მისი თქმით, ჯაბას მგრძნობელობა აქვს და თუ რამე არ მოსწონს მუდამ ანიშნებს.

 

„მგრძნობელობა აქვს, მაგრამ თვითონ, რომ რამე გაგრძნობინოს ეს არ შეუძლია. მე ვხვდები, როცა რამე არასწორად გამომდის ან ხელს წამართმევს, ან სახეზე შეეტყობა. სულ ველაპარაკები, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ჩვენი საშველი არ არის. რამოდენიმე თვეში 12 წელი შესრულდება რაც ასე ვართ მე და ჯაბა.“, – აცხადებს ჯაბა ბოჯგუას დედა.

 

ის ასევე მადლობელია ემიგრანტების, თბილისის მერიის და გლდანის გამგეობის. „ემიგრანტები, ეს ხალხი, რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა გვეშველებოდა.

 

„ჩვენმა ხალხმა გადამატანინა ეს მძიმე მდგომარეობა. ჩვენ ქირით ვართ და მერია და გლდანის გამგეობა მიხდის ქირის ფულს, ხოლო რაც ჯაბას სჭირდება ემიგრანტები და ჩვენი ქართველი ხალხი გვეხმარება, ამ ხალის იმედით ვარ და ესენი რომ არ ყოფილიყვნენ არვიცი რა გვეშველებოდა“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ მანანა გვასალია.

 

ჯაბა 12 წლის წინ დააპატიმრეს და გულის შეტ​ევა ციხეში მოუვიდა, ის ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს, რის გამოც კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ ხერხდება.

 

ბოჯგუების ოჯახის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

 

საბანკო კოდი – TBGBGE22

 

მიმღების დასახელება – მანანა გვასალია;

საბანკო ანგარიში- GE26TB7447145061600017

სს „ თიბისი ბანკი“-TBC BANK;

ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ

დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას 0901 700 039

ავტორი: თამთა თორდია

X