
ხელისუფლება 70 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად იყვნენ თვითიზოლაციაში,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებში რეკომენდაციაა, მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ თვითიზოლაციას, რათ საფრთხეები თავიდან ავიცილოთ“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 637 რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54 ადამიანი.






















