
საბედისწერო ღამის იუბილარი ანი გაბეჩავა 19 ივნისის ღამეს იხსენებს და ხსნის სავარაუდო მიზეზს თუ რატომ არ აღმოჩნდა მისი მეგობრის, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატში დაბადების დღის ფოტოები.
ანა გაბეჩავას თქმით, შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იაკობ ბრეგვაძე, დაბადების დღეზე მცხეთაში გვიან მივიდა, რის შემდეგაც ჩხუბი მალევე დაიწყო.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ მიზეზის გამო არ იყო ბრეგვაძის ფოტოაპარატში დაბადების დღის ფოტოები.
გაბეჩავა ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და დაბადების დღეზეც თვითონ დაპატიჟა
„მე დავპატიჟე ჩემი მეგობარია. როცა წავედით გზაში, დავინახე იაკობი მიდიოდა ავტოსტოპით სადღაც, სავარაუდოდ სახლში, ვიცანი“, – ამბობს ანა გაბეჩავა.
გზაში მოგვიყვა, ის რომ მანქანით გაჩერდნენ, ეს გაიქცა და სადღაც დაიმალა, რის შემდეგაც დარეკა 112-ში და ჩამოიყვანა თბილისამდე… წავედით თემქაზე იაკობთან ერთად.
ანი გაბეჩავა ამბობს, რომ თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.
























