
ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავრცელდა საბედისწერო ღამის იუბილარი ანა გაბეჩავას კომენტარი, სადაც 19 ივნისის რამის დეტალებზე ყვება.
ირკვევა, რომ გაბეჩავა შაქარაშვილს კარგად არ იცნობდა და უფრო მეტიც, საერთოდ არ იცნობდა შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ ვახო ჩიქოვანს.
„შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ. არ ვიცი ვინ მოიყვანა, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი. როცა ჩხუბი დაიწყო გარეთ, უბნებს „ნახალოვკასა“ და „საბურთალოს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩავერთე მეც. ყველა სტუმარი გავუშვი და ჩვენ გადავწყვიტეთ ლისზე მეგობართან წასვლა“, – ამბობს ანი გაბეჩავა.
მისი თქმით, თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.
„ამ პერიოდში ვიგებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და ტელეფონი არ ქონია და ვერ უკავშირდებოდნენ“, – ამბობს გაბეჩავა.
ასევე ნახეთ: VIDEO: როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო… მეგობარი შაქარას სიტყვების გახსენებისას ატირდა























