13:27 | 2020-07-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არც ცუდები ვართ, არც ბანძები… – გოგა ჩანადირი ერის კრიტიკით გატაცებულებს მიმართავს

არც ცუდები ვართ, არც ბანძები… – გოგა ჩანადირი ერის კრიტიკით გატაცებულებს მიმართავს

ქართველები არც ცუდები ვართ, არც ბანძები, არც ავები, არც ზარმაცები, არც უნიჭოები. საერთოდ, ამის თქმა მავნებლობაა, – ამის შესახებ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დიდი უბედურებაა რამდენიმე ადამიანის გამო, მთელი ერის ერთ ქვაბში მოხარშვა. ცუდი და ბანძი ერი რომ ვყოფილიყავით, ვერც ანბანს შევქმნიდით, ვერც სვეტიცხოველს ავაგებდით, ვერც დიდგორს მოვიგებდით.

 

თემქაზე ასვლის შემდეგ გავიგეთ, რომ გიორგი არ გამოჩენილა - ანი გაბეჩავა საბედისწერო ღამის დეტალებზე
2020-07-15თემქაზე ასვლის შემდეგ გავიგეთ, რომ გიორგი არ გამოჩენილა - ანი გაბეჩავა საბედისწერო ღამის დეტალებზე

 

ვერც „ვეფხისტყაოსანს“ დავწერდით, ვერც კრიმანჭულს ვიმღერებდით ოთხ ხმაში, ვერც „ჯარისკაცის მამას“ გადავიღებდით, ვერც 484 კილოგრამ შტანგას ავწევდით და კიდევ მილიონობით „ვერც“ იქნებოდა.

 

საქართველოში საუკეთესო ადამიანები ცხოვრობენ. დანარჩენს ცოდნა და გამოცდილება მოიტანს და ამისკენ ვესწრაფოთ“, წერს ფოტოხელოვანი.

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ „პრაიმტაიმი“ გოგა ჩანადირს დაუკავშირდა.

 

როგორც მან განმარტა, ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ უფრო გამძაფრდა არა პიროვნებების, არამედ ერის ლანძღვა, რაც მიუღებელია.

 

„ადამიანების გარკვეული ჯგუფი მაგალითად, სიონთან პიკნიკის შემდეგ ნაგავს ყრის, თუმცა არსებობს მეორე ჯგუფიც, რომელიც ამ ნაგავს კრეფს“, – ამბობს ფოტოხელოვანი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X