14:29 | 2020-03-16 ავტორი: თეონა ყაჭიური

ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პაციენტი არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში – თეა წულუკიანი

ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, ახალი პაციენტი არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში – თეა წულუკიანი

„პენიტენციურ მიმღებ დაწესებულებებში მედპერსონალი განთავსებულია ციხეების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ახალი პაციენტი არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ციხეებში მკაცრად კონტროლდება როგორც პატიმრები, ისე თანამშრომლები.

 

„ბოლო დღეების განმავლობში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი მუშაობა პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ჩვენ 3 მიმღებ დაწესებულებაში, მედპერსონალი გავიყვანეთ ციხეების გარეთ, შესაბამისად, ახალი პატიმრების შემოწმება ხდება ციხის გარეთ.

 

დღემდე ამგვარი საეჭვო სიმპტომებით ახალი დაკავებული 9 პირი იყო და ისინი მოთავსებულები იყვნენ სამოქალაქო კლინიკებში. მათ ჩაუტარდათ ტესტი, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო. დღეის მდგომარეობით სხვა საეჭვო შემემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრად კონტროლდებიან თანამშრომლებიც, რადგან მათ შეიძლება ვირუსი საპატიმროებში შეიტანონ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X