
შეიძლება ვერც კი იცნოთ ტაბახმელელი გმირი, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ თავისი პატარა მეგობრის უსაფრთხოების გამო მყისიერად ,,მგლის ხახაში” ჩაჰყო თავი, – ამ ინფორმაციას ვახტანგ ლომჯარია ავრცელებს.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ძაღლს სახე დაუცხრა.
„საბედნიეროდ სახე დაუცხრა და უწინდებურად ბანოვანია. ჯანმრთელობაც უკეთესობისკენ წავიდა და კვლავ მზადყოფნაშია ხიფათს გადაეყაროს, აგრძელებს ბედნიერ ცხოვრებას და თავის სამფლობელოს სულ სიხარულის ყიჟინით ავსებს.
ჩვენის მხრივ, ეზო დავამუშავეთ რეპელენტით, რათა მაქსიმალურად დავიცვათ უცხო სტუმრებისგან. ამ სიმპათიური გოგოსგან ერთი გმირობაც საკმარისია, მეტს ვეღარ შევკადრებთ. აწი სულ განებივრება და მოფრთხილება უნდა. გემრიელი ნუგბარითაც მოვიკითხეთ და აწი შეუძლია თამაშით და ჭამით დაიღალოს. დღეიდან ამის შემწუხებელი ჩვენი შემწუხებელია“, – წერს ვახტანგ ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ ლაქიმ 5 წლის ბავშვი ქვეწარმავლისგან იხსნა.























