
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო გამოშვება „პირველები” აქვეყნებს ინტერვიუს დიჯეი კოკოსთან, რომელიც ტრაგიკულ ღამეს, ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე უკრავდა.
კონსტანტინე ღიბრაძის თქმით, მას გულწრფელი სურვილი ჰქონდა, მისი მეგობრები ეპოვნა.
„იმ ადგილას დიდხანს არ გავჩერებულვართ. მე პირადად ვიცოდი, რომ მეორე მხარეს იყო და ვეძებდით ვიზუალურად. ახვლედიანი სულ სხვაგან იყო და მე არ მქონია ახვლედიანთან კონტაქტი. საშიშროებიდან გამომდინარე ჩვენ იმ ადგილას არ გავჩერებულვართ, ყველა გაიქცა და მერე ისევ უკან ბრუნდებიან“, – აცხადებს დიჯეი კოკო.
ტვ პირველის ექსკლუზიური ინტერვიუ საბედისწერო დაბადების დღის ფიგურანტ დიჯეი კოკოსთან
❗ ტვ პირველის ექსკლუზიური ინტერვიუ საბედისწერო დაბადების დღის ფიგურანტ დიჯეი კოკოსთან
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2020






















