
„სოციალური ანტრეპრენერის – ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები, მათი მასშტაბურობით, სოციალური გარემოს ცვლილებაზეა გათვლილი.
ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებში ყოფნის პერიოდში, როცა მის მიერ ქვეყნისთვის გაღებული ფულით, მიხეილ სააკაშვილი დარბოდა და წითელ ლენტებს ჭრიდა, ბიძინა ივანიშვილი როგორც მთავარი შემომწირველი, დუმდა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ხელისუფლებაც, მაგრამ მის მიერ განხორციელებული უამრავი მასშტაბური და ქვეყნისთვის საშვილიშვილო პროექტის მიუხედავად, ის დღესაც დუმილს არჩევს”,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედიასაშუალებებით წარმოდგენილმა უარყოფითმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ – “დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება”, “ივანიშვილის კერძო, შემოღობილი ეზო,სადაც ჩიტიც კი ვერ შეფრინდება” , “ეკოლოგიურ კატასტროფა” და სხვა, კიდევ ერთი სასირცხვილო ფიასკო განიცადა.
,,გურიის რეგიონში საკონცერტო დარბაზი – “ბლექ სი არენას”, ციცინათელას ატრაქციონების პარკისა და წვერმაღალის ორიარუსიანი ტყეპარკის შემდეგ, მცენარეთა უნიკალური, მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით წარმოდგენილი სრულიად გამორჩეული შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიც გაიხსნა.
ამრიგად,ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის,58 სახეობის ფრინველის, ბამბუკების კორომისა და ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბის დასათვალიერებლად, საკმარისია მხოლოდ თქვენი სურვილი, რადგან შესვლა ყველასათვის უფასოა. ეს ლამაზი და უნიკალური სავიზიტო ბარათი საქართველოსია”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.























