
გელათის სამონასტრო კომპლექსის, ღვთისმშობლის შობის – ტაძრის სახურავიდან წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა.
დაზიანებები ტაძარში მარტივად შესამჩნევია. დაზიანებული ნაწილები უკვე მოინახულეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა.
ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ „კრამიტებიდან“ ჩასულმა წვიმის წყალმა დააზიანა უძველესი ფრესკები.
„ტაძარს ზემოდან აქვს საჰაერო, ეს ყველა შენობას აქვს, დაჰაერება, როგორც ვინტილაცია ისეა. ეს აღმოჩნდა დაკეტილი, როცა კრამიტები გამოცვალეს და ბეტონი დაასხეს, ესაა მთავარი პრობლემა”, – ამბობს მოძღვარი ანტონ ჩარქსელიანი.
























