10:33 | 2020-07-17 ავტორი: Prime Time

„ჩემი უნაკლო!“ – გიორგი შაქარაშვილის დედა გარდაცვლილ შვილზე

„ჩემი უნაკლო!“ – გიორგი შაქარაშვილის დედა გარდაცვლილ შვილზე

ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოს აქვეყნებს. გამოქვეყნებული სურათის ქვემოთ შაქარაშვილის დედამ თამუნა შალვაშვილმა კომენტარი დატოვა: „ჩემი უნაკლო“.

 

ვეღარ ვუძლებ ამ მონატრებას, დედიკო - გიორგი შაქარაშვილის დედა
2020-07-13ვეღარ ვუძლებ ამ მონატრებას, დედიკო - გიორგი შაქარაშვილის დედა

 

როგორც წესი, შაქარაშვილის დედა საჯაროდ კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. მის მიმართ უცნობმა ადამიანებმა თანაგრძნობა გამოხატეს და კომენტარების საშუალებით სამძიმარს უცხადებენ. სრულიად უცხო ადამიანები თამუნა შალვაშვილის გამხნევებას ცდილობენ და აღნიშნავენ, რომ მისი გაზრდილი შვილი საამაყო იყო.

 

ავტორი: Prime Time

X