22:17 | 2020-07-17 ავტორი: Prime Time

გვითხრეს, რომ ტაქსი მოვიდოდა ერთ წუთში, თორემ იქ არავის დავტოვებდით – უკანასკნელი შეხება გიორგი შაქარაშვილთან

გვითხრეს, რომ ტაქსი მოვიდოდა ერთ წუთში, თორემ იქ არავის დავტოვებდით – უკანასკნელი შეხება გიორგი შაქარაშვილთან

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ბარბარე ურიდია „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბრისას გარდაცვლილი ფეხბურთელის ბოლო წუთებს იხსენებს.

 

ახალგაზრდა გოგონა, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი კონფლიქტის შემდგომ გარემოებებზე საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

 

„გიორგი ბოლოს ვნახე აგარაკზე, სანამ ლისზე წავიდოდით. უბრალოდ ველაპარაკებოდი წაქაძესთან თუ ხარ ნამყოფი-თქო და კიო. ახლა ძალიან მიხარია რომ მივდივართ, იმიტომ რომ ყველა ერთად გავერთობითო და ძალიან უხაროდა ყველა ერთად რომ მივდიოდით. სამწუხაროდ, როცა ჩვენ ჩავსხედით მანქანაში, ისე გადავნაწილდით, რომ წინ და უკან ადგილები აღარ იყო, ჩვენი მეგობრების ჩაჯდომაც კი ვერ მოვახერხეთ.

 

არ მინდა გეგონოთ, რომ იქ ვინმეს დავტოვებდით. გვითხრეს, რომ ტაქსი მოვიდოდა ერთ წუთში და იმიტომ წამოვედით, თორემ იქ ნამდვილად არავის დავტოვებდით. გიორგი პირადად ჩხუბში არ დამინახავს. კადრებში ჩანს, რომ ძალიან ახლოს დგას ჩემთან, თუმცა იმდენად ვიყავი გადართული ჩემს საახლობლო წრეზე, რომ გიორგის მონაწილეობა ჩხუბში არ დამინახავს“, – განაცხადა ბარბარე ურიდიამ.

 

 

ფოტოგრაფის წაშლილი ფაილები აღდგენილია - რა წაშალა და რატომ იაკობ ბრეგვაძემ
2020-07-17ფოტოგრაფის წაშლილი ფაილები აღდგენილია - რა წაშალა და რატომ იაკობ ბრეგვაძემ
ავტორი: Prime Time

X