
ვინ არის ის სამი ადამიანი, რომლებმაც შაქარაშვილს არაგვისხევში ბოლომდე სდია.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გუნდმა მოწმეების ჩვენებების მიხედვით საბედისწერო ღამის სურათი აღადგინა.
„კურიერის“ ცნობით, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები – არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი და ერთი არასრულწლოვანი, გამოძიებასთან დეტალურად იხსენებენ შემთხვევის ადგილას გადაადგილების ტრაექტორიას.
ჩვენებებიდან იკვეთება იმ პირის სახელი და გვარი, რომელმაც მოკლული გიორგი შაქარაშვილი არაგვის ხიდის ქვეშ ასფალტიან ვიწრო გზაზე ბოლოჯერ ნახა და ეს ვახტან ჩიქოვანია.
არასრულწლოვანი ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ სწორედ ჩიქოვანისგან შეიტყო ფეხბურთელის გაუჩინარების ამბავი.
ამავე ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ვიდრე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილთან და კიდევ ერთი არასრულწლოვანთან ერთად მაგისტრალზე შემოტრიალდებოდა, ამ დროის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე გაქცეულების კვალდაკვალ აკაკი ქვრივიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და აჩიკო გაგნიძე დარჩნენ.























