20:56 | 2020-07-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება ვუზრუნველვყვე – იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო ღამეს იხსენებს

ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება ვუზრუნველვყვე – იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო ღამეს იხსენებს

ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს 19 ივნისის საბედისწერო ღამეს – რა მოხდა მაშინ, როცა ლისისკენ მიდიოდა და მის წინ მანქანა გაჩერდა:

 

„მანქანა რომ გაჩერდა, მეგონა, რომ „ავტოსტოპზე“ გაჩერდა, რადგან ეგრე ვიდექით. უკნიდან მორბოდა ორი ბიჭი, ვინც მერე იჩხუბა. მანქანა რომ გაჩერდა, ოთხი-ხუთი ტიპი გადმოვიდა.

 

ერთს რკინა ეჭირა ხელში, მეორემ ქვა აიღო. კამერა ხელში მეჭირა და ნელ-ნელა გვერდით გავიწიე. მაგ დროს არაფერს ვიღებდი და გათიშული იყო.

 

ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება ვუზრუნველვყვე, როცა ზევით, მეორე სართულზე ავედი, კამერა ჩანთაში ჩავდე, ვინმე რომ გამომკიდებოდა, რამე რომ არ მოსვლოდა. ღობეზე გადავხტი და გავიქეცი.

 

მკლავდნენ ბიჭო, ბიტებს გვირტყამდნენ თავში - შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოებები
2020-07-18მკლავდნენ ბიჭო, ბიტებს გვირტყამდნენ თავში - შაქარაშვილის საქმის ახალი გარემოებები

 

ვფიქრობდი, სად დამერეკა. იქ მხოლოდ გოგოებს ვიცნობდი. ბარბარე ურიდიას ინსტაგრამზე ვწერდი, არ მინდოდა მეთქვა რა ხდებოდა, რომ არ ენერვიულათ, არც ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა.

 

ჯერ 111-ში დავრეკე (ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი), რადგან 112-ს არასდროს ვიყენებ და ნომერი ზუსტად არ ვიცი. მერე 112-ში დავრეკე და ოპერატორს ველაპარაკე. ავუხსენი, რაც რუკაზე ყველაზე ახლოს იყო და მისამართი ვუთხარი.

 

ქვემოდან ხმაური ისმოდა, მაგრამ გარკვევით ვერაფერი გავიგე“, – ამბობს ფოტოგრაფი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X