21:44 | 2020-07-19 ავტორი: Prime Time

არ მივუგდებ ამ ბავშვს საჯიჯგნად – იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

არ მივუგდებ ამ ბავშვს საჯიჯგნად – იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იაკობ ბრეგვაძის ერთადერთი დანაშაული, არის ის, რომ ნინო გიორგობიანის ნათესავია, – ამის შესახებ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს.

 

ადვოკატი აცხადებს, რომ როგორც ადვოკატი თავს კომფორტულად გრძნობს და მისივე თქმით, ნეგატიური კომენტარებით დისკომფორტს ვერ შეუქმნიან.

 

„ეს რომ შაქარაშვილების ოჯახმა გაიგოს, მაგრად დაგვარტყამენო“ - რა არ უნდა გაეგო ოჯახს
2020-07-19„ეს რომ შაქარაშვილების ოჯახმა გაიგოს, მაგრად დაგვარტყამენო“ - რა არ უნდა გაეგო ოჯახს

 

„სიმბოლურია, დღეს გადაღებული ეს ფოტო. როგორც იურისტი და მრავალშვილიანი დედა, არ ვაპირებ ხელი გავუშვა ამ ბავშვს და საჯიჯგნად მივუგდო ზოგიერთ მედია ექსპერტებს და ავანტურისტ პოლიტიკოსებს.

 

ბოლომდე დავიცავ იაკობ ბრეგვაძის ინტერესებს, რადგან მისი ყველა სიტყვის მჯერა და ამაში საზოგადობის დიდი ნაწილიც მალე დარწმუნდება.

 

შეიძლება პათეთიკურად ჟღერდეს, მაგრამ ამ ბავშვისთვის ხელის გაშვება, ნიშნავს არ დაიცვა შენი მომავალი თაობა, ზღვარგადასული ფსიქოლოგიური და მორალური ტერორისგან! უსამართლობასაც საზღვარი აქვს!! იაკობ ბრეგვაძე არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, სიკეთით და სიმართლით სავსე. სწორედ ამიტომ, როგორც ადვოკატი, კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვერანაირად ვერ შემიქმნით დისკომფორტს ნეგატიური კომენტარებით.

 

და ბოლოს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იაკობ ბრეგვაძის ერთადერთი დანაშაული, არის ის, რომ ნინო გიორგობიანის ნათესავია. რომ არა ეს გარემობა, მერწმუნეთ, არც ერთი მედია ექსპერტისთვისა და პოლიტიკოსისთვის არ იქნებოდა ის საინტერესო, როგორც მოწმე. პირიქით, შეიძლება შეექოთ კიდეც, 112-ის გამოძახებისთვის“, – წერს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ავტორი: Prime Time

X