14:57 | 2020-07-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გურიაში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 4 სექცია ამოქმედდა

გურიაში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 4 სექცია ამოქმედდა

2020 წლის 20 ივლისიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 4 (ოთხი) ლოკაციაზე:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა
2020-07-20რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

 

1. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 14 კილომეტრიდან, სოფელი ჯაპანა-ნიგოითი (მიმართულება გრიგოლეთი). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).

 

2. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 19 კილომეტრიდან, სოფელი ნიგოითი-ჯაპანა (მიმართულება სამტრედია). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).

 

3. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 20 კილომეტრიდან, სოფელი ნიგოითი-ქ.ლანჩხუთი (მიმართულება გრიგოლეთი). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ).

 

4. ლანჩხუთის შემოვლითი გზის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის მონაკვეთის 26 კილომეტრიდან, ქ.ლანჩხუთი-ნიგოითი (მიმართულება სამტრედია). (ნებადართული სიჩქარე 110 კმ/სთ). საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 (ოთხი) სექცია ამოქმედდა, შესაბამისად სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1008 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X