12:44 | 2020-07-21 ავტორი: თამთა თორდია

ჩემი შეყვარებულის გარდა ყველას ცხოვრებაში შევიტანე მგონი პოზიტივი – ეროვნული გამოცდების „რომეოს“ ისტორია

ჩემი შეყვარებულის გარდა ყველას ცხოვრებაში შევიტანე მგონი პოზიტივი – ეროვნული გამოცდების „რომეოს“ ისტორია

ეროვნული გამოცდების შეყვარებული ბიჭის ჟესტმა, სრულიად სოციალური ქსელი და ინტერნეტ-მედია ვირუსულად მოიცვა.

 

ზოგს ადრესატის ვინაობა აინტერესებდა, ზოგს ავტორის, ზოგს ეპითეტი „ჩურჩუტელა“ მოხვდა თვალში და ზოგსაც გულში.

 

2020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს
2020-07-072020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს

 

პოსტერის ავტორთან და სოციალური ქსელის რჩეულ ბიჭთან, საბა ჯიქურთან ინტერვიუ EDU.ARIS.GE-მ ჩაწერა.

 

როგორც ბიჭი ყვება, ბოლო პერიოდში მათი სიყვარული გაცალმხრივდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საყვარელი ადამიანისთვის რთული დღე გაელამაზებინა.

 

ვიცოდი, რომ მისი ნერვიულობა პიკს აღწევდა ამ კონკრეტულ დღეს. ორი წლის განმავლობაში ჩვენი გრძნობები ორმხრივი იყო, თუმცა უკანასკნელ თვეში გაცალმხრივდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც მის გულს გაახარებდა. თუმცა ამანაც არ უშველა“

 

***

სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არც მიფიქრია ხალხის რეაქციაზე. უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანისთვის პატარა სიურპრიზი გამეკეთებინა და სტრესული გამოცდის წინ, მცირე პოზიტივი შემეტანა. ღამის 02:00 საათიდან დავიწყე ადრესატის სახლიდან სამსახურამდე ამ სტიკერების გაკვრა და ბოლოს საგამოცდო ცენტრის შესასვლელში ბანერით დავაგვირგვინე.

 

არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს, ჩემი შეყვარებულის გარდა ყველას ცხოვრებაში შევიტანე მგონი პოზიტივი…

 

„ბანერის აღებას არ ვაპირებ იქამდე, სანამ ხალხი „ჰაჩიკოს“ არ შეარქმევს“– ამბობს ბიჭი.

 

ავტორი: თამთა თორდია

X