18:05 | 2020-07-22 ავტორი: თამთა თორდია

ადვოკატი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ წერილში ნამდვილად წერია – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“

ადვოკატი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ წერილში ნამდვილად წერია – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ გარდაცვლილის ავტომობილში წერილებია ნაპოვნი.

 

ადვოკატი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ წერილში ნამდვილად წერია – „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“.

 

ადვოკატი სხვა წერილების შინაარსზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ წერილებთან ერთად ამოღებულია მედიკამენტები და სხვა პირადი ნივთები, რომელიც უკვე დაილუქა.

 

ცნობისთვის, „პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად შეიტყო ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი წერილის შინაარსი, სადაც წერია: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“

 

„ვერსია მრავალია, ძალიან ძნელია ჩემთვის ლაპარაკი, რადგან ძნელია აღწერა იმის, რაც ვნახე. მე მქონდა საუბარი ექსპერტებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების ამოღება, დალუქვა. დაილუქა ის წამლები, რომლებიც მის ჩანთაში ნახეს.

 

ზუსტად რა ტიპის პრეპარატებია, ვერ გეტყვით. ფსიქოტროპული პრეპარატები არანაირად არ არის, არის დასახელებები, მე არ ვიცი, ამას ექსპერტები იტყვიან, რა ტიპის პრეპარატებს განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის. ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება.

 

ასე დეტალურად გითხრათ, რა დაზიანებები აქვს, ვერ გეტყვით, რადგან მოგეხსენებათ, გარდაცვალების დროს აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი იმყოფებოდა გარდაცვლილ მდგომარეობაში. ვადების გამო, იცვლება ფერი და ა.შ. ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა.

 

სწორედ ამიტომ, ჩემი მოთხოვნით ყველა კვალი, თუ რა გზით შემოვიდა მანქანა, ნიმუშები ავიღეთ, მერე რომ არ მომხდარიყო განადგურება“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

 

როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში სამართალდამცველებმა სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი აღმოაჩინეს. მედიკამენტების პოვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც.

 

ამავე თემაზე:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X