
„ღამის მთავარში“ რამდენიმე წუთის წინ, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა თამარის ბავშვობის დეტალები გაიხსენა.
ამბობს, რომ თამარის დედა ჯერ კიდევ შოკშია. ის საზოგადოებას უსურვებს, რომ მის მდგომარეობაში სხვა არავინ აღმოჩნდეს.
„თამარმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. უნივერსიტეტიც წარმატებით დაასრულა. საფრანგეთში სწავლობდა. ანგელოზი ბავშვი იყო. მას გაჭირვება არ უნახავს. კარგი ბავშვი იყო ძალიან. ჩემი ოქსიგელი, ჩემი სიცოცხლე…
შაბათს სახლიდან კარგ ხასიათზე გავიდა. მეზობელი შეხვედრია, მასთან შეყოვნებულა, მისალმებია და უხუმრიათ კიდეც.” – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.






















