
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თუ 5 დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს მანქანის პოვნა იმ ადგილზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანა მერე არის მიყვანილი.
ადვოკატის განცხადებით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდება.
„ძებნა მიმდინარეობდა თურმე, დათვალიერებული იყო ის ადგილი მაგრამ 5 დღის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს, რადგან თურმე მდგარა.
თუ ეძებდნენ და იდგა ესე იგი არ ეძებდნენ და თუ ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი არ იდგა მანქანა და მერე არის მიყვანილი. ამას დავადგენთ, სად, როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ამ წუთებში, სამხარულის ბიუროსთან გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. ისინი ცხედრის გადასვენებას ელოდებიან.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს























