14:50 | 2020-07-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ავტომობილში ნაპოვნი ჩანაწერები თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს – მიხეილ რამიშვილი

ავტომობილში ნაპოვნი ჩანაწერები თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ავტომობილში ნაპოვნი ჩანაწერები თვითმკვლელობაზე არ მიუთითებს.

 

ამასთან, როგორც ბაჩალიაშვილის ინტერესების დამცველმა გვითხრა, მანქანაში აღმოჩენილ ჩანაწერს ხელწერის ექსპერტიზა ჩაუტარდება.

 

რამიშვილი: თუ ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი არ იდგა მანქანა და მერე არის მიყვანილი
2020-07-23რამიშვილი: თუ ეძებდნენ და ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი არ იდგა მანქანა და მერე არის მიყვანილი

 

ჩვენს კითხვაზე, რა აძლევს ადვოკატს ამის თქმის საფუძველს რამიშვილი ასე გვპასუხობს:

 

„ჩანაწერში არ წერია, რა თანხაზეა საუბარი, ან ვისთვის არის განკუთვნილი. ამიტომ ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე არ მიმაჩნია, რომ ეს არის თვითმკვლელობა.

 

დანიშნულია ყველანაირი ექსპერტიზა, მათ შორის რა თქმა უნდა ხელწერის ექსპერტიზა. ხოლო როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი ეს გამოძიების საქმეა“, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

 

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X