
მედიკამენტის შეკვრას, რომელიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ჩანთიდან ამოიღეს, 20 აბი აკლდა. ამის შესახებ imedinews-ი წერს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა.
„პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი ხდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტი მეტაპროლოლის ტარტრატია.
ახლა გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, არის თუ არა აღნიშნული პრეპარატი გარდაცვლილის კუჭის მასაში და სისხლში.
ვრცლად ამ პრეპარატის შესახებ ნახეთ: Exclusive: ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი მედიკამენტის შესახებ „პრაიმტაიმს“ ინფორმაცია მიაწოდეს
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს























