
გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი, გიორგის ვიდეოს და ფოტოს აზიარებს, წარწერით: შენ ყველაზე ძვირფასი ხარ სამყაროში.
შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.
ნახეთ ვიდეო: „მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ“ – გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მეგობრებთან ერთად






















